არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა, 60 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა.
დიეგო მარადონას ბევრი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. მას მოგებული აქვს FIFA-ს “საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზიც.
მარადონამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.