“ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის”, – ამის შესახებ პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია საუბრობს და მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესაძლო გადაყვანას ეხმაურება.
გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები და ფრთხილები ამ ვითარებაში როდესაც არის დიდი მღელვარება საზოგადოებრივი და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე, სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება რომ შესულიყო და სწრაფად გამოეტანა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა რომ ეს უნდა იყოს ლეგიტიმური ადვოკატთან ერთად, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და მშვიდობიანი პროცესი… მე ველოდები ექიმს, რეაბილიტაციის პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი და ველოდები, – ამბობს ელენე ხოშტარია.