გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით, აქვთ შესანიშნავი აპარატურა, სადაც შესაძლებელია ყოველწამიერი მონიტორინგი ჩაუტარდეს“, – ამის შესახებ ანზორ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა დათანხმდეს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.
„გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით, აქვთ შესანიშნავი აპარატურა, სადაც შესაძლებელია ყოველწამიერი მონიტორინგი ჩაუტარდეს {მიხეილ სააკაშვილს}, ამიტომ, აუცილებლად უნდა დათანხმდეს, ამით თავის თავსაც გადაარჩენს, ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძესაც გადაარჩენს და ათეულობით მოშიმშილეს“, – განაცხადა ანზორ მელიამ