“ცდილობდნენ ენახათ გატეხილი მთვარსარდალი, ცდილობდნენ ენახათ დაუძლურებული, რომ ითხოვს შველას, მაგრამ ჩვენ ვნახეთ გამარჯვებული მთავარსარდალი”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, კრემლმა უკან დაიხია და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ისეთი როგორიც არის და არა ისეთი, როგორსაც რუსული პროპაგანდა ამუშავებს.
ხაბეიშვილი, მიმართავს აქციის მონაწილეებს, რომ საბოლოო გამარჯვება იქნება სწორედ მაშინ, როდესაც მიხელ სააკაშვილი იქნება ჯანმრთელი, თავისუფალი და ქვეყანაში თავისუფლება დაუბრუნდება ქართველ ხალხს.
”კრემლმა უკან დაიხია[…] ამ დღეების განმავლობაში ცდილობდნენ გაეტეხათ მესამე პრეზიდენტი, ცდილობდნენ ენახათ დაჩოქილი სააკაშვილი, ცდილობდნენ ენახათ გატეხილი მთვარსარდალი, ცდილობდნენ ენახათ დაუძლურებული, რომ ითხოვს შველას, მაგრამ ჩვენ ვნახეთ გამარჯვებული მთავარ სარდალი. ვნახეთ გაუტეხელი მთვრსარდალი, ვნახეთ მიშა, როგორიც არის და არა ისეთი როგორსაც ამუშავებს რუსული პროპაგანდა, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.