“მიხეილ სააკაშვილი გორში გადაყვანის წინააღმდეგი არაა, მას აქვს ერთი ტექნიკური პირობა” – ეკა ხერხეულიძე

“მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში”, – ამის შესახებ გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების დატოვების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და არჩევანი არ ყოფილა საქართველოში რომელიმე ჰოსპიტალში მოხვედრა. მისი განზრახვა იყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება… იქიდან გამომდინარე რომ მის შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი, ის ძალიან განიცდის ამას და ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას, რომელიც იცით რომ მე-17 დღეა შიმშილობს და რთულად აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა…

აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ამ პოზიციას და სურს, დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არ არის მისი არჩევანი, არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი აგრძელებს ბრძოლას მაგრამ ის რაც დღეს გვაღელვებს იმასთან დაკავშირებით რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მან შეწყვიტოს შიმშილობა.

მას აქვს ასეთი დამოკიდებულება: ერთადერთი რამ, რაც შეიძლება იყოს შემაფერხებელი ამ ღონისძიების გასატარებლად არის შემდეგი – მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი ნიკა გვარამია, მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ ამ ტექნიკურ დეტალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ რომ მოხარულია ამ გადაწყვეტილებით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში, – ამბობს ეკა ხერხეულიძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share