ნამდვილად არ მეგონა თუ სააკაშვილი პიროვნულად ამდენად ძლიერი იქნებოდა

”მე არასდროს ვყოფილვარ მიხეილ სააკაშვილის და ანციონალური მოძრაობის მხარდამჭერი პოლიტიკურად, იმიტომ რომ სხვადასხვა ხედვა გვაქვს. ეს არის პარტია, რომელსაც ერთი ტიპის ხედვა აქვს – მე სხვანაირი ხედვა მაქვს, თუმცა სააკაშვილი არ მეგონა ამდენად ძლიერი, ნამდვილად არ მეგონა თუ მიხეილ სააკაშვილი პიროვნულად ამდენად ძლიერი იქნებოდა. არ მეგონა თუ ჩამოვიდოდა საქართველოში და იშიმშილებდა, ასე  ბოლომდე ააკანკალებდა მთელს ხელისუფლებას…”

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და გორის ჰოსპიტალში გადასვლას დათანხმდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share