გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი.
“20-21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.
22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 20-21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის
ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.