“ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. “ლუზერები”- კობახიძე ოპოზიციაზე

ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. “ლუზერები“, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ლუზერი პარტია “ევროპული საქართველოა” და ამიტომ მათი პოზიცია ყველაზე ხისტია, მათ პარლამენტში შესვლა ხელს არ აძლევს.

“ევროპული საქართველოს მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე. იცით, რომ სულ ხუთი დეპუტატი შედის ამ პარტიის სახელით და მათგან 4, რეალურად ბოლომდე არაა დაკავშირებული ამ პოლიტიკური პარტიის ძირითად გუნდთან და ამიტომ მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციისთვის“, – ამბობს კობახიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share