დღეს, ოზურგეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.ერთი ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა, მეორე საჩხერის კოვიდ ცენტრში.
ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟვიამ დაგვიდასტურა
“ორი 60 წლამდე პაციენტი გარდაიცვალა ჩვენთან დღეს,ორივე ოზურგეთელი. ერთი ბათუმში მკურნალობდა, მეორე საჩხერის კლინიკაში.მათ თანმდევი დაავადებები ქონდათ.”- გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ დღეს გურიაში კორონავირუსის 106 შემთხვევა დადასტურდა.