ავტომობილის ხევში გადავარდნას ერთი არასრულწლოვნის გარდაცვალება მოჰყვა, 3 პირი კი დაშავდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა და 3 დაშავდა.

დაშავებული ახალგაზრდები ბათუმისა და ხულოს კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ავტომობილი ხევში გადავარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share