“ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები “მწვანე პასპორტის” წესებს არ შეასრულებენ”

“დარწმუნებით გეუბნებით 1-ლი დეკემბრიდან, რესტორნები და სხვადასხვა ბიზნეს სექტორი არ შეუასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც მათ “მწვანე პასპორტების” მექანიზმით ექნებათ გაწერილი, რადგან ეს მათ სარგებელს არ მოუტანს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ 1-ლი დეკემბრიდან ჯარიმები არ და ვერ იქნება, რადგან სახელმწიფო დაახლოებით ერთი თვის განმვალობაში მოამზადებს სექტორს “მწვანე კოვიდ პასპორტებთან” მიმართებაში. ჯარიმა რომც დაწეროს, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის” – ამის შესახებ “რესტორატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share