ოზურგეთის მოქმედ მერს კონსტანტინე შარაშენიძეს, უფლებამოსილება დღეს, 18 საათზე ეწურება. ახალ არჩეული მერი ავთანდილ თალაკვაძე უფლება-მოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.
კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მერად 2017 წელს აირჩიეს. მან როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე მეორე ტურში 69 ხმით დაამარცხა.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბრის არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მეორე ტურში კონსტანტინე შარაშენიძე კვლავ დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, თუმცა მან, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან არჩევნები “ქართული ოცნების” კანდიდატთან,ავთანდილ თალაკვაძესთან წააგო.