ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. დღეის მონაცემებით, დისტანციურად სწავლობს 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი – ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი.
სტაბილური ვითარებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით.
განათლების სამინისტროს განცხადებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.
ამ ეტაპზე აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70.7%.