ქალთა და კაცთა გრანდიოზული ბურთაობა ბახმაროში (1897 წელი)

ბევრი რამ წამიკითხია, გამიგონია და მინახავს გურულ ქალებთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი არაფერი. ვისაც უნახია გურულების ლელო და ბურთაობა ძნელი წარმოსადგენია მასში კაცებისა და ქალების ერთობლივი მონაწილეობა. 1897 წლის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულია ინფორმაცია უჩხუბელი მღვდლის გ. მიქ-შვილის რძლის შესახებ და იქვე საუბარია ბახმაროში 1897 წლის 10 ივლისს გამართულ გრანდიოზულ ბურთაობაზე, რომელშიც კაცების გარდა შვიდასამდე ქალს მიუღია მონაწილეობა – „ათს ამ თვეში ბახმაროში კაცებს და მასთან ქალებსაც ბურთის თამაში დაეწყოთ, როგორც ამბობდნენ შვიდასამდე მარტო ქალი იქნებოდაო; მათ შორის დაეწყო თამაშობა მღვდლის რძალსაც.“
ამავე ინფრომაციის მიხედვით თამაშიდან სახლში დაბრუნების შემდეგ იმავე საღამოს მღვდლის რძალი გარდაცვლილა დაუდგენელი მიზეზის გამო, თუმცა აქვე არის ვარაუდი საკვებად თევზის მიღებით სავარაუდო მოწამვლით და არა ბურთაობის დროს მიღებულ ტრამვით გარდაცვალებაზე.
შეიძლება იყოს 4 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share