ბიძინა ივანიშვილის დღემდე უცნობი მსხვერპლი – “ნოდარ მელაძის შაბათის” გიყვებათ რიგით მოქალაქეზე, მწვანე კონცხიდან, რომელსაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს, ვიდრე დავით ჯაბნიძის მამაპაპისეული ნაკვეთი ოლიგარქის ხელში არ აღმოჩნდა.
ტერორი, მუქარამ შანტაჟი, ბორკილების დადება, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა – ეს იმ მეთოდების ჩამონათვალია, რომელიც ერთი რიგით მოქალაქის წინააღმდე არ გამოიყენეს.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ყველაფერი მწვანე კონცხზე, მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო. დავით ჯაბნიძე 2200 კვადრატულ მეტრს წლების განმავლობაში ამუშავებდა და მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. მიწის ნაკვეთზე ორი შვილის მამა, ვაჟისთვის პატარა სახლის აშენებას აპირებდა,თუმცა მწვანე კონცხით და გიგანტური ხეებით დაინტერესებული ბიძინა ივანიშვილის თვალთახედვის არეალში, დავით ჯაბნიძის ბოსტანი მოექცა. გაუფორმებელი მიწის ნაკვეთი მთავრობამ ბიძინა ივანიშვილს მიჰყიდა. გლეხმა ოლიგარქის იურისტის სატელეფონო ზარით აღმოაჩინა, რომ აღარაფერი ეკუთვნოდა. იურისტი უკვე ადგილზე მივიდა მოქალაქეს უთხრა, რომ ბატონი ბიძინა მორიგებისთვის მზად იყო და მიწის ნაკვეთს სანაცვლოდ კომპენსაციას მისცემდნენ. მაკა ანდრონიკაშვილის ხმაურიანი რეპორტაჟის მიხედვით დგინდება ლაპარაკი დასრულებული არ ჰქონდა რომ ჯაბნიძესთან პოლიცია გამოჩნდა. შეშინებული მოქალაქე გაჩუმდა.
“შაბათის ეთერმა” მოქალაქესთან ინტერვიუც მასთან ფარულად ჩაწერა – ორი შვილის მამას შეეშინდა, რომ ტერორის უფრო სასტიკ მეთოდებს გამოიყენებდნენ. შვილებს დაუჭერდნენ და ციხეში გამოკეტავდნენ.
დგინდება, ისიც, რომ განადგურებულ ბაღ-ბოსტანისთვის, ივანიშვილმა გაძარცული მოქალაქისთვის გროშებიც კი არ გაიმეტა.