მიხეილ სააკაშვილის მძიმე დიაგნოზი – ექიმები აქამდე უთქმელ დეტალებს ყვებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალის გისოსებიან პალატაში, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, მინიმუმ ორი თვის გატარება მოუწევს.

“შაბათის ეთერთან” საუბრისას მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პირველად ყვება რა მდგომარეობაში ნახა მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში.

”ვნახე ჩემი შვილი და ცოტა ხანი ვიჯექი მის გვერდზე. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო… ეს წუთები იყო საშინელება.

დიდი უსამართლობაა ჩემი შვილის წინააღმდეგ არის ბრალდებები. ეს სრული აბსურდია. რატომ? –  იმიტომ რომ ასეთი სახელმწიფო ააშენა, ამისთვის ისჯება?! არ გადასცა დამპყრობელს ქვეყანა… რა ჰქვია ამას ახლა?!”- განაცხადა გიული ალასანიამ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share