ერთი შეხედვით, შიმშილობის ეპიდემია დასრულებულია. პოლიტიკური პროტესტის უმძიმესი ფორმა შეწყვიტა მესამე პრეზიდენტმაც და სხვებმაც, მისმა თანამოშიმშილეებმაც. მაგრამ, შიმშილობის ნამდვილი ეპიდემია წლებია საქართველოში გრძელდება და სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს.
უკიდურესი სიღატაკის გამო მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს სისტემატიურად აქვს საკვების სრულყოფილად მიღების პრობლემა. ანუ, გამოდის რომ 300 000-მდე ადამიანი ამ ქვეყანაში მუდმივად შიმშილობს, და ერთადერთი – საკვების მოთხოვნით.
ეს მოთხოვნა კი დღეს სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება. დღეს მაღაზიაში 50 ლარით შესული ადამიანი იმდენივე პროდუქტით გამოდის უკან, რისთვის სულ 5იოდე წლის წინ 20-25 ლარი დასჭირდებოდა.
ტვ მთავარი