შვედური გამოცემა svt.se წერს, რომ ქალთა ჩემპიონთა ლიგის “ნოკ-აუტის” პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი “ლანჩხუთის” მეტოქე “როსენგარს” 8 დეკემბერს გასამართი მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარება სურს.
შვედეთის მთავრობის მითითების მიხედვით, 31 იანვრამდე საქართველოში ჩამოსვლა რეკომენდირებული არაა, სწორედ ამიტომ, შვედურ მხარეს ნეიტრალური ადგილი ერთადერთ რეალურად ალტერნატივად მიაჩნია.
“არ ვიცი საუკეთესო გზა რა შეიძლება იყოს. ჩვეულებრივ, საქართველოში თამაში კარგი იქნებოდა. თუმცა, დღევანდელი შეზღუვების გათვალისწინებით, ნეიტრალური გეგმა ერთადერთი ალტერნატივაა,”- განაცხადა “როსენგარის” სპორტულმა დირექტორმა ტერესა სერგანმა.
მისივე სიტყვით მატჩის ჩატარების ალტერნატულ ადგილებად პოლონეთი, საბერძნეთი და კვიპროსი განიხილება.
აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი, კეროლაინ სეგერი უეფას აკრიტიკებს და ამბობს, ევრპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ქალთა გუნდებს ისეთივე დახმარებას რომ უწევდეს, როგორც კაცთა კლუბებს ეხმარება, პრობლემა არ იქნებოდა. მოგეხსენებათ, კაცთა ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის ადგილას ჩარტერული რეისით ჩაფრენა სავალდებულოა და ფინანსების ნაწილს უეფა გამოყოფს ხოლმე.
ქალთა შემთხვევაში, კი პირიქითაა, უეფა ტრანსპორტის ხარჯებს კლუბებს არ უნაზღაურებს და შესაბამისად, ვერც “როსენგარს” ექნება ორგანზაციის იმედი.
ასეა თუ ისე, შვედური მხარე ნეიტრალურ მოედანზე თამაშს ითხოვს და ჯერ გაურკვეველია, თუ ზუსტად სად გაიმართება მატჩი.
მსგავსი სტატიები
- 56
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 44
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 42
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
- 42
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…