საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის მორიგ მატჩში “ლანჩხუთმა” სტუმრად ხობში “კოლხეთი” 3:0 დაამარცხა. გოლები გაიტანეს: ჭყონია 20′, 62′. ბაქრაძე 21′.
ამ გამარჯვებით “ლანჩხუთელებმა” 25 ქულა მოაგროვეს და ვადამდე გაინაღდეს საქართველოს ჩემპიონობა.
ვულოცავთ ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთს” ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მორიგ ასპარეზობებში.