მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ანზორ ერქომაიშვილის საფლავი მოეწყო

მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ქართველი მოღვაწის, ყველასათვის საყვარელი ლოტბარისა და კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის საფლავი მოეწყო.

საფლავი მოქანდაკე გია ჯაფარიძისა და არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას პროექტის შესაბამისად გაკეთდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნასა და მის განუზომელ ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share