თავისუფლება მიშას! – მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მილანსა და ვენაშიც გაიმართა

თავისუფლება მიშას! – ამ მოთხოვნითა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, აქციები მილანსა და ვენაშიც გაიმართა.

ამავე მოთხოვნით, ემიგრანტების აქცია დღეს ბერლინშიც გაიმართა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” ხელისუფლებამ 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ის 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რის შემდეგაც, 19 ნოემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share