ექიმების ცნობით, სააკაშვილის მკურნალობა გართულების გარეშე მიმდინარეობს

ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები არ აღენიშნება.

ექიმ-რეანიმატოლოგის, ინეზა სულამანიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია.

„ყველა იმ დატვირთვას იტანს, რასაც ქალბატონი ელენე გიორგაძის რეკომენდაციით ვაძლევთ. შესაბამისად, არანაირი გართულება ამ ორი დღის განმავლობაში არ ყოფილა. დაკვირვება ისევ გრძელდება და გრძელდება ქალბატონი ელენეს მეთვალყურეობით, ის აკონტროლებს ყველა ულუფას საათობრივად, შემადგნელობას და დამზადების ტექნოლოგიას. რამდენიმე დღე არის საყურადღებო, მაგრამ შეგვიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე გართულება არ გვქონია. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია მისი თვითშეგრძნება, ის ძალიან მადლობელია იმ დახმარებისთვის, რასაც იღებს, არის დამჯერი პაციენტი. მისი ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია და დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი დღეებიც გართულების გარეშე ჩაივლის“,- განაცხადა ინეზა სულამანიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share