ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“აჰა, უკარნახეს ღარიბაშვილს ხვალინდელი ტექსტიც :))))))))))))))))) ასე თქვიო, უბრძანეს :))))))))
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი :
კონტექსტში და სრულად მისი დამოკიდებულება და შეფასება ღარიბაშვილის მიმართ გამოიხატებოდა შემდეგნაირად, რომ იქ საუბარია რთულ საფინანსო პროდუქტებზე, ე.წ. წარმოებულ ფინანსურ პროდუქტებზე და, ამ შემთხვევაში, არა ბატონ ირაკლის, არამედ არაერთს და მრავალს ქართულ საფინანსო სფეროშიც კი ამის ცოდნა არ და ვერ ექნება ჩვენთან საფონდო ბაზრის განუვითარებლობის გამო.
მან ძალიან ვრცელი შეფასება მისცა მის დამოკიდებულებას ბატონი ღარიბაშვილისადმი, აღნიშნა რა, რომ წლების განმავლობაში ბატონი ირაკლი იყო მისი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი აქტიური და თვალსაჩინო მონაწილე და, შესაბამისად, არაერთი საქებარი სიტყვით აღნიშნა მისი ნიშან-თვისებები.”- წერს სანაია.