“ქართული ოცნება” ქურდულად ითვისებს 2022 წლის ბიუჯეტს – ახალი საკრებულოები უკვე არჩეულია, მაგრამ დეპუტატები მაინც ძველი შემადგენლობით, თანაც სასწრაფო წესით ანაწილებენ მომავალი წლის თანხებს.
რატომ? იმიტომ, რომ, მაგალითად, ზუგდიდში და ბათუმში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს მოპოვებული და საკრებულო რომ ახალი შემადგენლობით შეიკრიბოს, “ქართული ოცნება” თავისი სურვილისდა მიხედვით ვეღარ გადაინაწილებს ათასებს თუ მილიონებს.
ამიტომ ცესკო საკრებულოების ახალ შემადგენლობას ჯერ უფლებამოსილად არ აცხადებს და “ქართული ოცნება” ისევ უმრავლესობით თავის სასარგებლოდ ანაწილებს მომავალი წლის სახელმწიფო ფულს იქ, სადაც, რეალურად, უკვე უმრავლესობა აღარ ჰყავს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების გადასროლა ხდება იმ ორგანიზაციებში, რომლებიც, თითქოს, ნეიტრალურ საქმიანობას აწარმოებენ, სინამდვილეში კი “ოცნების” პარტ-აქტივით არიან დაკომპლექტებული.
tv mtavari