“ჯიუტი ბავშვებივით არიან. ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შევარიგოთ და ჩვენი პრობლემები, ჩვენ თვითონ უნდა მოვაგავროთ” -ამბობს ლადო აფხაზავა ტვ “პირველთან”, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა ერთმანეთის ლანძღვის დრო არ არის, რადგან ადამიანები ზღვარზე არიან: “”ტელევიზორსაც კი აღარ უყურებს ხალხი, იმიტომ რომ ძალიან დაიღალა. ჩვენ თვითონ უნდა მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები და ნუ ველოდებით, რომ ამას პარტნიორი ქვეყნები გადაგვიწყვეტენ. სოციალურ ქსელშიც კი აღარ მოუნდება ადამიანს შესვლა, ისეთი სიტუაციაა-“ოცნების” მხარდამჭერები თავს ესხმიან “ნაციონალების” მხარდამჭერებს და პირიქით… ერთმანეთი კი არ უნდა ვლანძღოთ, არამედ მოვიფიქროთ, როგორ დავალაგოთ სიტუაცია. აღარ ჭრის მუქარები-“შენს კუბოზე დავაჭედებ ბოლო ლურსმანს”…უარესი და უარესი ხდება სიტუაცია. ყველაფერი ერთობლივად უნდა მოვაგვაროთ და შეიძლება უფრო წინ წავიდეთ, რადგან ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ქვეყანა. უკვე ჩხუბის დრო აღარ გვაქვს საქართველოში, რადგან უკვე ზღვარზე არიან ადამიანები”- განაცხადა ლადო აფხაზავამ.