“მთავარის” ინფორმაციით, მთავრობა შეზღუდვების გაფართოვებას გეგმავს, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. არსებული ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანა თითქმის სრულ ლოქდაუნზე გადადის.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია და გადაწყვეტილება სავარაუდოდ ხვალინდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაზუსტდება და გამოცხადდება.
შეზღუდვები ეხება როგორც საღამოს საათებში გადაადგილებას, ისე მუნიციპალურ ტრანსპორტს და საქალაქთაშორისო გადაადგილებას.
- ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს 21:00-დან 05:00-მდე;
- 24 დეკემბრამდე იკრძალება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ხოლო 24-დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება და მგზავრების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება;
- 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკეტება დიდი ბაზრობები, მათ შორის სამშენებლო. ასევე იკეტება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები, ხოლო სურსათის, სილამაზისა და სპა სალონებს შეზღუდვა არ ეხება.
- 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაკეტილი ობიექტები გაიხსნება;
- ბაღი, სკოლა და ინსტიტუტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან;
- რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისზე;
არაოფიციალური ინფორმაციით 3-დან 15 იანვრამდე ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება, 15 იანვრის შემდეგ ლოქდაუნი უკვე შაბათ-კვირას იმოქმედებს, ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან იგეგმება, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.