გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ნოემბერს საქართველოში გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
მათივე ცნობით, თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.