თავის უფლებამოსილების ბოლო დღეს, აწ, უკვე ყოფილმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთის მოსახლეობას ცხემლისხიდის თემის სოფელ უჩხუბიდან გუშინ მიმართა. მიმართვამდე კონსტნატინე შარაშენიძე ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. შარაშენიძემ მადლობა გადაუხადა ოზურგეთელებს, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თვითონ მისი საქმიანობის განხორციელების პერიოდში, მისივე სიტყვებით, რომ ვთქვათ ყოველდღიურად გრძნობდა.
აწ უკვე ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ, მისი ოზურგეთის მერობის დროს, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა, ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კონსტანტინე შარაშენიძე იმედოვნებს, რომ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავის დროზე დასრულდება. ცნობისათვის, უჩხუბი-ვაკიჯვარის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას, რომლის ღირებულება დაახლობით მილიონი ლარია შპს “სახარია” ახორციელებს. ის მიმდინარე წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდება.
პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ახორციელებს. 110 მეტრი სიგრძის ხიდი ერთმანეთთან, სოფელ ვაკიჯვარსა და უჩხუბს აკავშირებს.
დღემდე ვაკიჯვარში მცხოვრები ათეულობით ოჯახი, საკუთარ ნაკვეთებში, შემოვლითი გზით ცხემლისხიდის ცენტრიდან სარგებლობდნენ.