მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან სუსტად, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა შეწყვიტა.
როგორც საძაგლიშვილმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, “ნორმალურ ქვეყნებში, სააკაშვილს თავისუფლად მკურნალობის საშუალებას მისცემდნენ”.
“საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ძალიან სუსტად. ვიზუალურად ეს მარტივად აღიქმება. მე პირადად ველოდებოდი უკეთეს მდგომაროებას. უნდა გვახსოვდეს, რომ სააკაშვილი გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე და მორალურ მხარეზე. ნორმალურ ქვეყნებში გათავისუფლებაც კი ხდება, როცა პატიმარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. ვინაიდან სააკაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ის უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს შესაძლებლობა, რომ მისი ჯანმრთელობის აღდგენა თავისუფლებაზე მოხდეს”, – ამბობს ადვოკატი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა.
ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.