“21-ე საუკუნეში „საპარლამენტო გულაგს“ აშენებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“- ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების მესამე რაუნამდე, მხარეები წითელ ხაზებზე არ უნდა საუბრობდნენ, „რადგან წითელი ხაზების წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია“. აღნიშნულით ხუხაშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნები წითელი ხაზია.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოლაპარაკება ამ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე დათმობს.

„ეს არის პოლიტიკური პროცესი. ამ ტიპის პოლიტიკურ კრიზისში არ შეიძლება, რომელიმე მხარე გამოვიდეს გამარჯვებული, აუცილებელია, რომ სახის შენარჩუნებით, რაღაც შეთანხმებას მიაღწიონ. პოლიტიკური ელიტა ვალდებულია გამოავლინოს სახელმწიფოებრივი აზროვნება. ამ პოლიტიკურმა ჩიხმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ბევრ სხვა რამეს. მე არ ვისურვებდი, რომ მხარეებს შეხვედრამდე ესაუბრათ რაიმე ტიპის „წითელ ხაზებზე“. ისინი ვალდებული არიან მოილაპარაკონ. რაზე მოილაპარაკებენ, ამაზე შეიძლება იყოს მსჯელობა, მაგრამ „წითელი ხაზების“ წინასწარ დააანონსება, საფრთხის შემცველია. ვფიქრობ, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც პოლიტიკურმა ელიტამ რაღაც დონის სიმწიფე მაინც უნდა გამოავლინოს. ამბიციები უნდა გადავიდეს უკანა პლანზე და ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ერთი მხრივ, ეს უნდა მოხდეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მედიაციით და აგრეთვე, დადგა დრო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ და ე.წ. „უპარტიო საზოგადოებამ“ თავიანთი მოდელი დადონ, თუ ამას პოლიტიკური ვერ ახერხებს, ამაში საზოგადოება უნდა დაეხმაროს”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტას, ხუხაშვილის შეფასებით, ეს „საპარლამენტო გულაგის“ აშენებაა.

„ერთი მხრივ, კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტი არ შეუწყვეტს დეპუტატებს უფლებამოსილებას, მიუხედავად მათი განაცხადისა და მეორე მხრივ ამბობს, რომ დაფინანსებას შევუწყვეტთო. სად არის აქ ლოგიკა? მისი ეს ორი მოსაზრება ერთმანეთთან წინააღმდეგონაში მოდის და ლოგიკას მოკლებულია. რაც შეეხება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტას, ამით 21-ე საუკუნეში „საპარლამენტო გულაგს“ აშენებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“. საკუთარი ნების გარეშე, ისინი ფაქტობრივად პატიმრობაში აჰყავთ პარლამენტში. ძალიან იწონებს კონსტიტუციით თავს კობახიძე და ეს კონსტიტუციის მეორე თავის რამდენიმე მუხლის დარღვევაა. აბსოლუტურ აბსურდშია პროცესი შესული“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, წითელი ხაზია.

„ჩვენი მხრიდან ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი. ქვეყანასაც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად არჩევნების რეჟიმში იყოს. გარდა პოლიტიკისა, ეს ეკონომიკურ სტაბილურობას და სოციალურ სტაბილურობასაც ზიანს აყენებს”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მაგრამ არ დაკმაყოფილდება, „რაც სავსებით სწორი იქნება“. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი “აუცილებლად იმსჯელებს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 76
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 71
    "ქვეყანას მიეცა შანსი, დაასრულოს ეს პათოლოგიური სპექტაკლი, რომელიც მას კატასტროფისაკენ მიაქანებს""ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულ სტაგნაციაშია. არ იზრდება და არც ვითარდება"- წერს სოციალურ ქსელში ამერიკასი მოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული: "ემოციური და პათეტიკური ფაქტორები რომ მოვხსნათ და სუფთა პრაგმატულ ჭრილში განვიხილოთ, რატომ არის საჭირო ბოიკოტი. ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულ სტაგნაციაშია. არ იზრდება და არც ვითარდება. არავითარი პრინციპები, ღირებულებები, მწყობრად…
    Tags: და, არ, რომ, ეს, ამ, პოლიტიკური, უნდა, არის
  • 67
    "ამ ქვეყანაში ივანიშვილმა, ბელადომანია დაამარცხა""საბანს ყველა თავისკენ­ ქაჩავს­ და ამასობაში ქვეყანა ყველას ავიწყდება. სკამების გამო ერთმანეთს თუ არ დავღრღნით, კარგი იქნება" პოლიტიკის გამო ქართველები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: "ქართული ოცნების" მომხრეები ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი სავსებით ლოგიკურია, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის თაობაზე კამათობენ თითქმის ყველგან, ზოგჯერ უახლოესი ადამიანებიც…
    Tags: და, არ, რომ, ამ, ეს, არის
  • 67
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ