ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გოგონათა საფეხბურთო გუნდი ლანჩხუთი NIKE-ს უახლესი ფირმის პროდუქციით შეიმოსება.
ამ დიდი საქმის უკან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დგას, რომელმაც სრულად უზრუნველყო, გოგონათა გუნდს უახლესი ეკიპირება ჰქონოდა.
ლანჩხუთის ფეხბურთელები NIKE-ს ფირმის ახალ მაისურებს, შორტებს, გეტრებს, ქურთუკებსა და ჩანთებს მიიღებენ. საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი ამჟამად უკლუბოდაა.