ოზურგეთში ბენზინ გასამართ სადგურ “ლუკოილზე” თავდასხმა მოხდა.
როგორც “გურიის მოამბეს” ამ წუთებში ადგილიდან შეატყობინეს, კოსტავას ქუჩაზე არსებულ ბენზინ-გასამართ სადგურ “ლუკოილზე” სავარაუდოდ ძარცვის მიზნით, თავდასხმა მოხდა.
ადგილზე კონკრეტულად არავინ არაფერს ამბობს. ადგილობრივებმა და თვითმხილველებმა იციან მხოლოდ ის , რომ გამოძახებულია რამდენიმე პოლიციის ბრიგადა და ისინი ცდილობენ, რომ ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები აწარმოონ.
ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ დეტალები თუ რა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ბენზინგასამართ სადგურზე და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მკითხველს ახალ დეტალებს გავაცნობთ.