Bild: “ოცნების” მიმართ გერმანიის ელჩის კეთილგანწყობა და მისი ცოლის კავშირები ბიძინა ივანიშვილთან

გერმანული გამოცემა Bild-ი საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით ვრცელ, კრიტიკულ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ქართული ოცნების მიმართ ელჩის კეთილგანწყობასა და ბიძინა ივანიშვილთან მისი ცოლის კავშირებზეა საუბარი.

სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

“იმ დროს, როცა საქართველოში გერმანიის ელჩი ადგილობრივი ხელისუფლებისადმი თვალშისაცემად კეთილგანწყობილად მიიჩნევა, მისი ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს: სამთავრობო კონტრაქტსა და ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმებას. გერმანელი დიპლომატი, ჰუბერტ ქნირში კავკასიის პატარა ქვეყნის, საქართველოს ელჩად 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე კი ის 4 წელი გერმანიის საგარეო სამინისტროსთვის მოსკოვში მუშაობდა.

ამის შემდეგ ქნირში არაერთხელ დაადანაშაულეს ცალმხრივი განცხადებების გავრცელებასა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნებისა და ოლიგარქი ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ ყოფნაში.

2020 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა პოლიტიკოსი [სოფო კილაძე], რომელიც მისი განცხადებების გამო ჰომოფობად და ქსენოფობად ითვლება. თუმცა კნირშმა არა [კილაძის] საკამათო ნომინაცია, არამედ ჰომოფობის მგმობი სამოქალაქო საზოგადოება გააკრიტიკა.

ქნირშმა არასამთავრობო ორგანიზაციები, “პირადი ხასიათის თავდასხმებსა” და “ამ დონეზე დაშვებაში” დაადანაშაულა და მათი ქმედება, ოპოზიციასა და მმართველი პარტიას შორის არაჯანსაღ დაპირისპირებას შეადარა.

პასუხად, 44-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გერმანიის ელჩის მიმართ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კნირში ძირს უთხრის “სამოქალაქო საზოგადოების მცდელობას, გამოავლინოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპების დარღვევები.

არასამთავროების განცხადების, ერთ-ერთი ხელმომწერი, ორგანიზაცია Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი BILD-თან ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს: “ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვაში გერმანიის ელჩი საუკეთესო უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ საკითხებთან დაკავშირებით უკანასკნელ წლებში, ბატონმა კნირშმა არაერთი საეჭვო პოზიცია გამოხატა. მისი ღია მხარდაჭერა მმართველი პარტიის ყოფილი წევრის, სოფო კილაძისადმი, რომელიც ცნობილია მისი ადამიანთა უფლებების დამრღვევი პოლიტიკით, განსაკუთრებით საწყენი იყო”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share