”ამერიკა და ევროპის ქვეყნები სავსეა ქართველებით და იმათთან შედარებით მე არაფერი ვარ.
იცით, რა დონის სახელმწიფო მართვის პროფესიონალები, საგადასახადოდან, საბაჟოდან, თავდაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ემსახურებოდნენ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გამოყარა სამსახურებიდან და ისინი დღეს, ამერიკაში ლუკმა-პურის საშოვნელად არიან წამოსულები.
ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და წარმოიდგინეთ, რომ ციხეში ჩაჯდომაზეც კი თანახმა არიან. მექსიკის ციხე სავსეა ქართველებით, რომ რამენაირად შემოაღწიონ, საზღვარზე შემოდიან და ბარდებიან.”
ამის შესახებ ყოფილმა მინისტრმა, კობა სუბელიანმა TV პირველის ეთერში განაცხადა