“დუღს ეკონომიკა, აწი ყველა მშიერს თითო კრუასანს დაურიგებენ”

გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ ეკონომიკის მინისტრმა ნატახტარში კრუასანების საწარმო გახსნა, ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ასე ეხმაურება:

“დუღს ეკონომიკა, რა ვერ გაიგეთ! ამავე კვარტალში დაგეგმილია ეკლერების ქარხნის აგუგუნება, 2022 წელს კი საქართველოში ინვესტიციას განახორციელებს პონჩიკების უდიდესი მსოფლიო მწარმოებელი! თურნავა რო ამბობდა, მილიონობით ადამიანი შიმშილობს მსოფლიოშიო, აწი ყველა მშიერს თითო კრუასანს დაურიგებენ”!-წერს ჟურნალისტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share