ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში კორონავირუსი 101 წლის ქალმა დაამარცხა. საუკუნეს გადაცილებული მოხუცი ქუთაისის მკვიდრია და სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა. პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. მკურნალობის შემდეგ კი მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, ასაკის მიუხედავად, ქალბატონი აქტიურია და კლინიკაში სხვა პაციენტების გამხნევებას ცდილობს. ის კლინიკას უახლოეს ორ დღეში დატოვებს.
“ბებოს ხვალ ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები”, – ამბობს მაგდა კოსტავა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.