“ბიძინა წადი, თავისუფლება მიშას” – ამ შინაარსის წარწერები გააკეთეს სამოქალაქო აქტივისტებმა ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.
ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა საღებავებით “ქართული ოცნების” დამფუძნებელს და ხელისუფლების არაფორმალურ მმართველს წასვლისკენ ვარდების რევოლუციის 18 წლისთავზე მოუწოდეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ჭორვილაში აქცია რამდენიმე კვირის წინაც გამართეს.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.