ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სტრასბურგიდან მიღებულ წერილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
“ირკვევა რომ იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგიდან მიიღო მოთხოვნა, მიშა დაუყონებლივ გადაეყვანათ საავადმყოფოში. მინისტრმა ეს წერილი დამალა და შემოგვასაღა როგორც მისი კეთილი და ადამიანებზე ზრუნვით მოცული გადაწყვეტილება. სიმართლე გაირკვა, ეს იყო სტრასბურგის მოთხოვნა, რომელიც ემყარებოდა ნინო ლომჯარიას კომისიის დასკვნას”, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.