რას სთხოვს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილზე ზაზა დამენიას შვილი

საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას შვილი, მიხეილ სააკაშვილის შესახებ  ხელისუფლებას მიმართავს:

” მე ვარ გიორგი დამენია. საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას შვილი. მე, ჩემი ოჯახი, ყოველთვის აპოლიტიკური ცხოვრების სტილით  ვცხოვრობ  და დღესაც იმავე  სტილში ვაგრძელებ ცხოვრებას.

მაგრამ, ბოლო დროს განვითარებულ  მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც ჩვენს ექსპრეზიდენტს, მ იხეილ სააკაშვილოს ეხება. როდესა, ბატონი მიხეოილი საპყრობილეში გადაიყვანეს, მეგონა  ყველნაირ პირობებს შეუქმნიდნენ  კარგად და ჯანმრთელად ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

ის სურათი  რომელსაც  დღეს  ჩვენ თვალს ვადევნებთ, იდეაში ყოველგვარ  საზღვრებს ცდება. ეს ყველაფერი ჩემი აზრით,  ეს ცუდის მეტს  არაფერს მოუტანს და ყველაფერთან ერთად, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

მესმის ჩვენი ხელისუფლების პრინციპულობის. მაგრამ, ჩემი აზრით, ადამიანობაზე  წინ არაფერი დგას. ბატონმა მიხეილმა  ქვეყანას იმაზე მეტი მოუტანა, ვიდრე დააკლო. და ეს ყველაფერი  ჩემი პირადი აზრია.

იდეალური და შეუცდომელი არავინ არაა. შესაბამისად ჩემი სახელით, დედაჩემის სახელით. მამაჩემის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას  სახელით მ ივმართავ ძალიან დიდი თხოვნით ხელისუფლებას:  გთხოვთ  გადაიყვანოთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

მადლობა ყურადღებისთვის”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share