2021 წელს ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მეტი იქნება – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-ით გაიზრდება. თუ ჩვენ წინა სამი კვარტლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდა 10.3% იქნება.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი ახდა, გამოდის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა აღდგება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ტემპი 3.5%-ით მეტი იქნება.

როგორც საბიუჯეტო ოფისი აცხადებს, მეოთხე კვარტალში მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა განპირობებულია 2021 წლის განმავლობაში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობით და ე.წ. 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკის შემცირების საბაზისო ეფექტით, რომელიც COVID-19 პანდემიით იქნა გამოწვეული, თუმცა უშუალოდ 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით დაბალი ზრდის ტემპი განპირობებულია IV კვარტალში COVID-19 პანდემიის გაუარესებული მდგომარეობით. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების არსებობის პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის ტემპის გამოცოცხლებაც.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share