ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს და 63%-იან მხარდაჭერას მიიღებს.
ოლიგარქმა ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიცია ძალადობაში დაადანაშაულა და არჩევნებში, მისთვის სასურველი ციფრები დაწერა:
უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.
შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი ხმების მობილიზებისთვის, რაც ერთ ან ორ პროცენტში თუ ნახავს გამოხატულებას და არჩევნების შედეგებზე პრინციპულ გავლენას ვერ მოახდენს, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს – წერს ივანიშვილი.