”სანატრელი გაგვიხდა ერთად ყოფნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი ენერგეტიკის მომცემია.
მაშინ იმიტომ მოხდა ეს, 18 წლის წინ ერთად ვიყავით და ეს ძალიან მომწონდა. მე ყველა ჩემს ახლობელს ვთხოვ, თუნდაც სხვა აზრზე მდგომს, ახლა გასააზრებელი გვაქვს ერთი მთავარი სატკივარი – ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ და მტერი გვყავს ერთი.”
ამის შესახებ მუსიკოსმა თამრიკო ჭოხონელიძემ თავისუფლებაზე გამართულ აქციაზე, მთავარ არხთან განაცხადა.