“დღეს თუ ჩვენი სახელმწიფო რაიმეს გავს და შემორჩენილი აქვს სახელმწიფოებრიობის ნიშნები, ეს ვარდების რევოლუციის დამსახურებაა” – მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ვარდების რევოლუციის დღეს იხსენებენ და მის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
“დღეს თუ ჩვენი სახელმწიფო რაიმეს გავს და შემორჩენილი აქვს სახელმწიფოებრიობის ნიშნები, ეს ვარდების რევოლუციის დამსახურებაა. 18 წლის წინ საქართველომ უარი უთხრა ყველაზე დიდ მუხრუჭს, ყველაზე დიდ სიბნელეს – ეს იყო რუსეთი და რუსეთზე უარის თქმა, ეს ნიშნავს პერსპექტივებს.
დღესაც ზუსტად იმავე გამოწვევის წინაშეა საქართველო, რომ დღესაც უარი გვაქვს სათქმელი რუსეთისთვის და მოქალაქეები უარს ეუბნებიან რუსეთს და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება”,-თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა. მოქალაქეების ნაწილი ვარდების მოედნიდან, ნაწილი კი თავისუფლების მოედანთან შეიკრიბა და მსვლელობა გამართა.
ვარდების რევოლუცია 18 წლის წინ 2003 წლის 23 ნოემბერს მოხდა. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური გამოსვლები დაიწყო, რაც 23 ნოემბერს მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომით და ხელახალ არჩევნებით დასრულდა.