,2021 წლისათვის გურიის მხარეს ექნება ერთ-ერთი სწრაფად ზრდადი ეკონომიკა, შესაბამისი სოციალური უსაფრთხოებითა და კეთილდღეობის სტანდარტით.
მისი მახასიათებელი იქნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და განვითარებული გადამამუშავებელი მრწველობა, – მრავალპროფილური ტურიზმისა და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის სექტორები, – მიკრო და მცირე ბიზნესის სფეროები, – მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ინფრასტრუქტურა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის შესაძლებლობებსა და შემოსავლებს, და ხელს შეუწყობს ცხოვრების საერთო დონის მნიშვნელოვან ამაღლებას.,, ეს გახლავთ ამონარიდი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 სექტემბრის #1363 განკარგულებიდან – გურიის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე. – სტატისტკის დეპარტამენტის ინფორმაციით გურიაში 2017 წელს მოყვანილი გახლდათ 100 ტონა ლობიო და 10400 ტონა სიმინდი. ანუ ერთ სულ მოსახლეზე (109000) – 1,09 კგ ლობიო და 95,4 კილო სიმინდი, გურიის წილი ქყვენის შიდა პროდუქტში კი სულ რაღაც 2%-ია. არც შემდგომშია დიდად განსხვავებული მდგომარეობა და სწრაფ განვითარებას ვინღა დარდობს ლობიო და სიმინდი გვაქ საძებარი.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.