ბიზნესმენი ილია კოკაია ტრაგიკულად, მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

უბედური შემთხვევა მწვერვალ დედაენაზე – ცნობილი ხდება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ბიზნესმენი ილია კოკაია.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა. ამ წუთებში მწვერვალ დედაენისკენ გუდაურიდან გამოსული სამაშველო ჯგუფი მიერმართება.

ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share