“ჩემთვის, როგორც პრემიერისთვის, მათი განცხადებები უინტერესოა” – ღარიბაშვილი საერთაშორისო პარტნიორებზე

“კარგად მოგვეხსენება, რომ ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის ევროპაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში. მათი განცხადებები, ჩემთვის პირადად, როგორც პრემიერმინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. …მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობა” იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ. მეგობართა კლუბები, ამერიკაშიც, ევროპაშიც, ევროპარლამენტარებს ვგულისხმობ, ვგულისხმობ კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და მათ [ენმ-ს] სახელმწფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული”.

– თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share