დღეს ოზურგეთში, ანასეულის 7-ე საბავშვო ბაღიდან, ცენტრალური გათბობის ქვაბი მოიპარეს.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ დაგვიდასტურა.
“დღეს დაახლოებით 12 საათისთვის დამირეკა ბაღის მენეჯერმა და ეს ამბავი მითხრა. ბაღი სიგნალიზაციაზეა აყვანილი, მას კომპანია “ვიკტორია სეკრეტის” კერძო დაცვა იცავს.დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის ჩემთვის უცნობაი. მივმართეთ შესაბამის სტრუქტურებს და დაველოდებით გამოძიებას.”-გვითხრა ჭყონიამ.
შს-მ გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, გვითხრეს უწყებაში.