სასტუმრო “ლეოგრანდის” ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა. 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იყო.
2017 წლიდან დღემდე კი ბათუმში, 24 ნოემბერს, საღამოს, ტრაგედიის ადგილას, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შესასვლელში მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ ხანძრის შედეგად 11 დაღუპულის ხსოვნის პატივსაცემად.
შეგახსენებთ:
“ლეოგრანდში” სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა. სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საწყობის უფროსს კი – ორი წლით.