„რეალურად მიშა ჩემთანაც იმას ლაპარაკობს, რასაც ფეისბუქლაივებში ლაპარაკობდა. აი მაგალითად, ამბობდა -ჩამოვდივარ, მეც იგივეს მეუბნებოდა -ჩამოვდივარ. მაგრამ მე მაინც ვიგრძენი, რომ წინა წლებთან შედარებით, უფრო მყარად ჰქონდა განზრახული და იმას ვხედავდი, რომ მზად იყო იმისთვის, რაც ამას მოყვებოდა. მაგ დროს რთულია რომ გააჩერო…მე მგონი ხალხსაც უსმენს მაგ დროს. მაგრამ, არის მომენტები, რომ თვითონ განიზრახა და ვსიო და მანდ უკვე შენ თვითონ არ მოგინდება რამის თქმა“-ასე აფასებს ედუარდ სააკაშვილი, მამის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაბრუნებულიყო საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დაიჭერდნენ.
როგორც ედუარდი ამბობს, ის პატივს სცემს მამის გადაწყვეტილებას, თუმცა ის, როგორც შვილი ვერ იქნება იმის მომხრე, რაც ახლა ხდება. ყველაზე მეტად ახლა ის აშინებს, რომ მიშას ბოლომდე შუძლია თავი გაწიროს:
„მივხვდი, ის მზად იყო, რომ დაიჭერდნენ.
ჩემთის, როგორც შვილისთვის, მე არ ვამბობ პოლიტიკურად, უკეთესი იქნებოდა არ ჩამოსულიყო, უკრაინაში ყოფილიყო და მე შემეძლოს მასთან ჩასვლა.
მე ვერ ვიქნები ამის მომხრე, რაც ახლა ხდება. დავფიქრდი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ მას ურჩევნია იქ იჯდეს, ციხეში, ვიდრე კიდევ ერთხელ დარჩენილიყო კიევში. ესეც გასათვალისწინებელია. ვერ მოისვენებდა. მას უნდა რომ იყოს ისტორიული მასშტაბის ფიგურა. თავგანწირვის, ძაან რეალური მომენტები აქვს. ალბათ აქვს ის, რომ თუ არ გამოსდის რაღაცა- „გმირი მაინც გავხდე“ და ეს მე ძაან მაშინებს, რომ შეიძლება მოკვდეს.
ძალიან მაღიზიანებს ის, რომ არ ჯერათ და ამბობენ-მართლა ხომ არ შიმშილობს, რა შიმშილობაა? არადა, უკვე შეიძლება მოკვდეს და მე არ მაქვს არანაირი ნდობა მისდამი, რომ ბოლო მომენტში გააქტიუურდება მასში თვითგადარჩენის ინსტიქტი. ბოლომდე დარჩება მისი ნათქვამის ერთგული და იქაც გადაწონის, რომ ურჩევნია გარისკოს უფრო ღრმად და ღრმად, ვიდრე რაც დათქვა ის არ გააკეთოს. ეს საშინელებაა ჩემთვის. მესმის, რომ მას უნდა ეს, მაგრამ მე არ მინდა. რაღაც დონეზე პატივი უნდა ვცე მის პრინციპულ არჩევანს. ეს მისი გზაა და მას აქვს ამის უფლება. განსაკუთრებით, როდესაც მისი უფლებები ირღვევა, მართლა არ აქვს განაწილებული სხვანაირად რა უნდან გააკეთოს, ამიტომ მესმის მისი.
ძაან მაშფოთებს და ძაან შემზარავია, როდესაც მესმის ოპოზიციის მხრიდან რომ ამბობენ- აი, რა მოხდება თქვენ არ იცით, რასთან გვაქვს საქმე… ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება ზოგიერთებს ეგონოთ, რომ რა მაგარია ეს თუ მოკვდება, რა მაგარ რაღაცეებს გავაკეთებთ, ამათ დედას ვუტირებთ და მორალური უპირატესობა გვექნება.
ტელევიზიიდანაც ასე ჩანს, რომ ვიღაცეებში გამოიკვეთა ტენდეცია, რომ მართლა ურჩევნიათ, რომ არ იყოს ცოცხალი“-ამბობს ედუარდ სააკაშვილი „რადიო თავისუფლების“ გადაცემაში „შვილი“.