“ვხედავთ, რომ ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით 30 კვირის შემდეგ ქვეითდება. ამასთან, ევროპის მოსახლეობის 45-47% არავაქცინირებულია. ნება მომეცით სრულიად მკაფიოდ განვაცხადო, დღეს რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი ადამიანების უმრავლესობა აცრილი არაა.
არსებობს სხვა ფაქტორებიც – ზამთარი, ხალხის შენობებში მოძრაობა, პირბადეების გამოყენებისა და მეტი ვენტილაციის აუცილებლობა. ევროპის რეგიონში პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 48%-ია. როგორც კი ამ მაჩვენებლის ზრდას დავინახავთ, დავინახავთ დაინფიცირების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებას. თუკი პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 160 000 სიცოცხლეს გადავარჩენთ,“ – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ვირუსის სწრაფად გავრცელებას “დელტა“ ვარიანტიც უწყობს ხელს, რომელზედაც ამჟამად, ევროპაში დაფიქსირებული შემთხვევების 99%-ი მოდის.